Skip to Content

უძირო ტბა

თქვენთვის ბუნების მიერ შექმნილი უსასრულო ტბა მთის ხედებით

 Find a local guide

სალაშქრო ბილიკის დეტალები


საწყისი/სასრული წერტილი

დასაწყისი: შოვის სიახლოვეს

დასასრული: სოფელი გლოლა

ხანგრძლივობა

2 დღე ღამის კემპინგით

სირთულის დონე

საშუალოდან რთული - ციცაბო ნაწილები, დიდი სიმაღლე

დასაფარი მანძილი

20 კმ.

სიმაღლე ტბასთან

2 800 მ. ზღვის დონიდან

საუკეთესო დრო ლაშქრობისთვის

ივლისი-სექტემბერი - თოვლისგან სუფთა ბილიკი, ალპური ყვავილები

დღე 1: ბილიკი შოვის მახლობლად იწყება და ლაშქრობის საწყისი ეტაპი საკმაოდ ხშირ, შერეულ ტყეზე გადის ციცაბო აღმართებით. შემდეგ ბილიკი ალპურ მდელოზე იხსნება და მდინარის ხეობის გასწვრივ მიემართება, სადაც სეზონური ყვავილებისა და მყინვარების ხედები იშლება - აქ ბილიკი ძირითადად სწორია და ადვილად გასავლელი. გარკვეული დროის შემდეგ ბილიკი კატიწვერას მთასა და დოლომისისწვერს შორის გრძელდება და ტბისკენ ეშვება. ტბამდე მისასვლელი გზა გრძელი არ არის, თუმცა, რელიეფის გათვალისწინებით, გარკვეული დრო სჭირდება. ბანაკის გაშლა ტბასთან ან ახლომდებარე გორაკზეა შესაძლებელი.

დღე 2: თუ დილით ადრე გაიღვიძებთ, გამთენიისას დაუვიწყარი ხედებით ტკბობის შესაძლებლობა გექნებათ. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე დღე ძირითადად დაღმართს მოიცავს, საკმარისი დრო გექნებათ ტბისა და მთის ხედებით დასატკბობად. ტბიდან მოკლე აღმართის ავლის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 15 წუთს საჭიროებს, კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებით დატკბებით. სოფელ გლოლასკენ მიმავალი ბილიკი ხეობებში, ფიჭვნარსა და შერეულ ტყეებს მიუყვება.

მთლიანი სალაშქრო ბილიკი კარგადაა მარკირებული და შესაბამისად, დაკარგვის ალბათობა მცირეა. თუმცა, ყურადღებით იყავით, ვინაიდან ამ ტყეებში გარეული ცხოველები ბინადრობენ, როგორებიცაა დათვები და მგლები.

აღმოაჩინეთ უძირო ტბა google-ის რუქაზე აქ