Skip to Content

ონის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS)

2024 წელს ონის LAG-მა შეიმუშავა ადილობრივი განვითარების სტრატეგია, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების - სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და LEADER მიდგომის გამოყენებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

სტრატეგია მოიცავს 2024-2028 წლებს და მიზნად ისახავს: ონის მუნიციპალიტეტის
გარდაქმნას ეკონომიკურად ძლიერ, სოციალურად გაერთიანებულ და
გარემოსდაცვითად მდგრად ადგილად.:

          ონის მუნიციპალიტეტის გარდაქმნას ეკონომიკურად ძლიერ, სოციალურად გაერთიანებულ და გარემოსდაცვითად მდგრად ადგილად.            

სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები


ახალგაზრდობა

ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური საქმიანობისა და ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რომელიც მათ ადგილზე გაააქტიურებთ, წაახალისებს მათ მუნიციპალიტეტში დარჩენას და მისცემს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას.


სოფლის მეურნეობა

ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე, ტრადიციული დარგების გაძლიერებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე,
რათა მოხდეს პროდუქტიულობის ზრდა, აგროტურიზმის განვითარება და ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრება. 


ადგილობრივი ბიზნესი

ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა და მდგრადი
განვითარება, რაც გულისხმობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, კლიმატ-გონივრული ინოვაციების დანერგვას, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და ფინანსურ რესურსებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდას, რითაც მუნიციპალიტეტი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და ეკონომიკურად მდგრადი.


ტურიზმი

ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია ონის მუნიციპალიტეტში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რაც
გულისხმობს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მომსახურების
ხარისხის ამაღლებას, კულტურული და ბუნებრივი შესაძლებლობების მდგრად
პოპულარიზაციას, და ტურიზმის სეზონურობის პრობლემის მოგვარებას, რათა მუნიციპალიტეტი გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში.

ამოცანები პრიორიტეტულ მიმართულებებში

  • ონში გავზარდოთ თანამედროვე, ახალგაზრდების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ახალგაზრდული ინფრასტრუქტურისა და რესურსების ხელმისაწვდომობა
  • ხელი შევუწყოთ ბიზნეს საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას 
  • გავაძლიეროთ ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ახალგაზრდული საკითხების გადაწყვეტაში
  • გავზარდოთ მოსახლეობის ცნობიერება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების, ტექნოლოგიების, კლიმატ-გონივრული გადაწყვეტების, ხარისხის კონტროლის, თანამშრომლობისა და ბრენდირების მიმართულებით 
  • ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების დანერგვას
  • მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამამუშავებელი და გადამამუშავებელი წარმოებისა და ამ პროცესში კლიმატ-გონივრული გადაწყვეტების გამოყენების სტიმულირება
  • აღვჭურვოთ მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა ბიზნესის წამოწყება-მართვის და დაფინანსების მოპოვების უნარებით
  • დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, გაიუმჯობესონ წვდომა ბიზნესის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებთან;
  • მხარი დავუჭიროთ მდგრადი, კილმატ-გონივრული და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებას
  • ხელი შევუწყოთ ონის მუნიციპალიტეტის, როგორც ოთხი სეზონისა და მრავალფეროვანი ტურისტული დანიშულების ადგილის, ცნობადობის გაზრდას
  • დავეხმაროთ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ/ტურიზმის სექტორით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებაში, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების რისკებისა და მათი შერბილების მიმართულებით;
  • ხელი შევუწყოთ ტურისტული პროდუქტებისა და ტურიზმის სექტორში მდგრადი და კლიმატ-გონივრული ბიზნესის განვითარებას


გადმოტვირთეთ ონის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია აქ

გადმოტვირთეთ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა აქ