ილაშქრეთ ონში
ონის მუნიციპალიტეტში ლაშქრობა დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ. აქ შეძლებთ შეიგრძნოთ ხელუხლებელი ბუნება, სადაც ნისლიანი ქედები, ხშირი ტყეები და ბროლივით სუფთა მდინარეები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. ონში ბილიკების მრავალფეროვნება დაგხვდებათ - მსუბუქი, სოფლიდან სოფლამდე ლაშქრობიდან დაწყებული რთული მაღალმთიანი მარშრუტებით დამთავრებული, რომლებიც თავგადასავლების მოყვარულებს დიდი კავკასიონის მწვერვალების პანორამული ხედებით აჯილდოებს. გზად, მოლაშქრეები საუკუნოვან ციხესიმაგრეებს, ისტორიულ ეკლესიებსა და ტრადიციულ რაჭულ სოფლებს წააწყდებიან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი საოცრებების მდიდარ ნაზავს გვთავაზობს.
აღმოაჩინეთ სალაშქრო ბილიკები
უძირო ტბის ბილიკი
2-დღიანი ლაშქრობა, სადაც ისიამოვნებთ ფართოფოთლოვანი ტყეებით, ალპური მდელოებით, მყინვარული ტბითა და კავკასიონის დაუვიწყარი ხედებით.
გონა-ღების ლაშქრობა
დატკბით ზემო რაჭის ნახევარდღიანი ლაშქრობით, სადაც ბუნება და კულტურული აღმოჩენები ერთმანეთს შეუმჩნევლად ერწყმიან.
ჭიორა-გლოლას ლაშქრობა
დაუვიწყარი მთის გამოცდილება რაჭის მაღალმთიანეთში.
შქმერი-ხიხათას მთა-მრავალძალის ლაშქრობა
კულტურული მემკვიდრეობისა და ალპური პეიზაჟების ნაზავი ორდღიან ლაშქრობაში.