წევრის უფლება-მოვალეობები
უფლებები
საერთო კრებაში მონაწილეობა
ყველა წევრს აქვს საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება.
მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენა
ყველა წევრს აქვს უფლება, წარადგინოს მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატი.
აირჩიოს და იყოს არჩეული მმართველ საბჭოში
ყველა წევრს აქვს უფლება, აირჩიოს და იყოს არჩეული ორგანიზაციის მმართველ საბჭოში და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).სათათბირო ხმის უფლება
ყველა წევრს აქვს მმართველი საბჭოს შეხვედრებში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.LAG-ის აქტივობებში მონაწილეობა
ყველა წევრს აქვს ორგანიზაციის აქტივობებში მონაწილეობის უფლება შესაძლებლობებისა და ინტერესის შესაბამისად.იყოს ინფორმირებული
ყველა წევრს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის აქტივობების შესახებ.გამოიყენოს რესურსები
ყველა წევრს აქვს უფლება, ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად და შესაძლებლობების ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.მოვალეობები
წესების დაცვა
ყველა წევრი ვალდებულია, მიჰყვეს ორგანიზაციის წესდებას.
გაუფრთხილდეს რეპუტაციას
ყველა წევრი ვალდებულია გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ბიზნეს რეპუტაციასა და ქონებას.
პატივისცემა
ყველა წევრი ვალდებულია პატივი სცეს ორგანიზაციის სხვა წევრებს და მიჰყვეს ეთიკის ნორმებს.