სამი დღის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს ტურისტული გამყოლის ინტენსიური ტრენინგი, რომელიც აერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას.
თეორიულ ნაწილში განიხილეს ჯგუფის მართვა, კომუნიკაცია, უსაფრთხოების პროტოკოლები, მარშრუტის დაგეგმვა და პროფესიული ეთიკის სტანდარტები.
პრაქტიკული სესიის ფარგლებში მონაწილეები მთაში ტრენერებთან ერთად გავიდნენ, სადაც რეალურ პირობებში გამოსცადეს მიღებული ცოდნა, სრული წესების დაცვით: მარშრუტის წარმართვა, ჯგუფთან მუშაობა და ტურისტული გიდის როლის პრაქტიკა.
ტრენინგის დასრულების შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ტურისტული გამყოლის შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურისტული სექტორის განვითარებას.









