ონის მუნიციპალიტეტში დასრულდა სოციალური მედიის 2 დღიანი ტრენინგი, რომელიც სპეციალურად ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტარდებოდა.
დღეს მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა, იმუშავეს პრაქტიკულ ამოცანებზე და შექმნეს საკუთარი პოსტები სოციალური ქსელებისთვის. ტრენინგი ჩატარდა მეგობრულ და ინტერაქტიულ გარემოში — მონაწილეებმა ახალი გამოცდილება მიიღეს და მზად არიან ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
პროგრამა სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მხარდაჭერით.







