ონელი მონაწილეები წარმატებისკენ!!
სამეწარმეო უნარების ტრენინგის მეორე დღე ონში აქტიურად მიმდინარეობს. მონაწილეები ეუფლებიან ბიზნესის დაგეგმვის, მარკეტინგისა და ფინანსური მართვის მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მათ საკუთარი იდეების განხორციელებაში დაეხმარება.
პროგრამა სრულად დაფინანსებულია - მონაწილეები სასწავლო კურსს სრული დაფინანსებით გაივლიან.
პროგრამას ახორციელებს ონის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG ONI).