Skip to Content

ონის LAG-ის საერთო კრება

28 თებერვალი, 2025 by
ონის LAG-ის საერთო კრება
Oni LAG

მიმდინარე წლის 29 იანვარს ჩატარდა ონის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის საერთო კრება, რომელშიც 48 წევრიდან მონაწილეობა 28 წევრმა მიიღო. 

საერთო კრებამ მოისმინა ანგარიში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რომელიც წარადგინა ონის LAG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ. 

საერთო კრებაზე შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული: 

  • ცვლილება შევიდა LAG-ის წესდებაში, რომლის თანახმად, ორგანიზაციის მმართველი საბჭოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2 წლით;  
  • განახლდა LAG-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობა - ახლად არჩეულ მმართველ საბჭოში 4 ახალი წევრია. 

ონის LAG-ის წევრთა საერთო კრება ჩატარდა პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში.