Skip to Content

როგორ უნდა გახდეთ LAG-ის წევრი

რომელი სექტორები არის წარმოდგენილი ონის LAG-ში


ონი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი აერთიანებს ადგილობრივ საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს


ვინ ითვლება საჯარო სექტორის წარმომადგენად

საჯარო სექტორის წარმომადგენლებად ითვლებიან ონის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქმედი: 

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მისი თანამშრომლები;
  • სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების (სამინისტრო, დეპარტამენტი, სსიპ, და სხვა) რეგიონული/ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლები;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მათი ხელმძღვანელები;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირები და მათი ხელმძღვანელები, სადაც სახელმწიფო ან ადგილობრივი (ან მისი რომელიმე ორგანო) ხელისუფლება ფლობს წილს ან/და წარმოდგენილია მმართველ ორგანოში.


ვინ ითვლება სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლად

სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლად ითვლებიან ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან საქართველოს კანონის "მეწარმეთა შესახებ" შესაბამისად. 


ვინ ითვლება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად ითვლება პირი, საინიციატივო ჯგუფი (არარეგისტრირებული კავშირი) ან იურიდიული პირი, რომელიც ცხოვრობს/მოღვაწეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს მჭიდრო კავშირი მუნიციპალიტეტთან.

როგორ გავხდე წევრი


წევრობის მსურველი პირი დადგენილი ფორმის განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის
აღმასრულებელ ორგანოს - მმართველ საბჭოს, რომელიც წყვეტს პირის წევრად მიღების საკითხს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. მმართველი საბჭოს უარი პირის წევრად მიღების თაობაზე, წევრობის მსურველს ეცნობება წერილობით. ორგანიზაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.




ჩამოტვირთეთ


 ონის LAG-ის წესდება ჩამოტვირთეთ აქ