ონის LAG-ის მმართველობა
საერთო კრება
მმართველი საბჭო
მმართველი საბჭო პასუხისმგებელია საერთო კრების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საერთო კრების წინაშე.
სექტორული წარმომადგენლობა მმართველ საბჭოში
მმართველ საბჭოში ყველა სექტორი თანაბარი წევრების რაოდენობით არის წარმოდგენილი.
3
სამოქალაქო სექტორი
3
ბიზნეს სექტორი
3
საჯარო სექტორი
გაიცანით ჩვენი მმართველი საბჭო
მამუკა მეტრეველი
საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი ბიძიშვილი
საბჭოს წევრი
თამარ ხომასურიძე
საბჭოს წევრი
ინგა მეტრეველი
საბჭოს წევრი
ლევან შერაზადაშვილი
საბჭოს წევრი
ლილი მაისურაძე
საბჭოს წევრი
მზია გუგეშაშვილი
საბჭოს წევრი
ნანიკო იარალაშვილი
საბჭოს წევრი
ნინო კალმახელიძე
საბჭოს წევრი
საბჭოს წევრების სურვილები და გეგმები
მამუკა მეტრეველი
"მზად ვარ, აქტიურად ჩავერთო LAG_ის საქმიანობაში, ვიყო ჩემი სოფლისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ხმა და მათი ინტერესების გამტარებელი LAG-ში და მის მმართველ საბჭოში. მაქვს მოლოდინი მმართველი საბჭოს ეფექტური მუშაობის და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შემუშავებაში."
ლევან შერაზადაშვილი
"მოხარული ვარ წარმოვადგენდე სსიპ ონის მუნიციპალიტეტს ონის LAG-ის მმართველ საბჭოში. მჯერა, რომ ონის LAG ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პროცესებს მუნიციპალიტეტში, დასაქმებისა და შემოსავლის მომტანი შესაძლებლობების შექმნას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილობრივების, მათ შორის ახალგაზრდების, როლისა და ჩართულობის გაძლიერებას."
თამარ ხომასურიძე
"ვფიქრობ, ონის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ბიზნეს, სამოქალაქო და საჯარო სექტორს."
ნინო კალმახელიძე
"ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და ბიზნესის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას. ამ მიმართულებით LAG-ის გუნდს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია."
გიორგი ბიძიშვილი
"LAG-ის წევრებმა ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაიზარდოს პროექტების განსახორციელებლად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა."
ინგა მეტრეველი
"სურვილი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი LAG-ის წევრების უნარებისა და გამოცდილების გაერთიანებით, შედეგზე ორიენტირებულ, ქმედით გუნდს შევქმნით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის."
ლილი მაისურაძე
"მოუთმენლად ველოდი LAG-ის შექმნას ჩვენს მუნიციპალიტეტში, მიხარია, რომ ამაში მეც ჩემი წვლილი შევიტანე და ამირჩიეს მმართველ საბჭოში. LAG-ში გაერთიანებულია სხვადასხვა სექტორი და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალებით მეტ წარმატებას მივაღწევთ ონისა და ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. ყველა სექტორმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და თავისი გამოცდილება მაქსიმალურად გააზიაროს საერთო სასიკეთო საქმისთვის. მე, ასეც ვგეგმავ."
მზია გუგეშაშვილი
"მადლობა მათ, ვინც ნდობა გამომიცხადა და ამირჩია მიმდინარე წელს LAG-ის მმართველი საბჭოს წევრად. იმედი მაქვს, ნდობას გავამართლებ ახლა არჩეულ წევრებთან ერთად. გუნდური მუშაობის პრინციპით, პასუხისმგებლობით, სიყვარულით, საინტერესოდ წარვმართავთ საქმიანობას ჩვენი მუნიციპალიტეტის სასიკეთოდ."
ნანიკო იარალაშვილი
"ვფიქრობ, ძალების გაერთიანებით, ადამიანებს შეუძლიათ შეუძლებელი შეძლონ. სწორედ ამიტომ, შევუერთდი LAG-ის დიდ ოჯახს. მაქსიმალურად ჩავერთვები პროცესებში. ონი ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ხვალინდელ დღეს."