Skip to Content

სასწავლო ვიზიტი ქედას LAG-ში

13 თებერვალი, 2025 by
სასწავლო ვიზიტი ქედას LAG-ში
Oni LAG

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (ლაგების) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.  

ვიზიტის ფარგლებში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალშექმნილი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლები შეხვდნენ ქედის ლაგის წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ გამოცდილებას ლაგის შექმნის, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და საქმიანობის შესახებ; ხოლო GALAG-ის თავმჯდომარემ, ნინო ტიკურიშვილმა მიაწოდა მათ ინფორმაცია GALAG-ის შესახებ. 

სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ლაგებს შორის გამოცდილების გაზიარება, მოსაზრებების გაცვლა და შესაძლო თანამშრომლობის განხილვა. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოსვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიზნეს პროექტები შატოივერი; კერკი; კაიფრი;  ჰილლ ინნ; Zipline Makhuntseti მოინახულეს.   

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ENPARD 4 პროგრამის ფარგლებში, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა (IRC) და CENN-ის პროექტის „მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა.