2025 წლის იანვარში გაიმართა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ახალგაზრდული და ბიზნეს ინიციატივებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსებით დაინტერესებული პირებისთვის.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე - ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ შეხვედრებს მათთვის მისაღებ ფორმატში.
სულ ჩატარდა 16 შეხვედრა, აქედან 3 დისტანციური შეხვედრადა 13 ფიზიკური შეხვედრა 4 მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
საგრანტო კონკურსები ტარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში.