Skip to Content

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ


ონის LAG დაფუძნდა 2024 წლის 31 იანვარს და ჩვენი მისიაა გავაერთიანოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები,
ბიზნესები, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო სექტორი მუნიციპალიტეტის სამომავლო ხედვის შექმნისა და ისეთი პროექტების განხორციელების გარშემო, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს ეკონომიკას, გარემოსა და ცხოვრებას.

ონის LAG ეფუძნება ევროკავშირის LEADER (სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი)/CLLD (თემის მიერ გაძღოლილი ადგილობრივი განვითარება) მიდგომას, რომლის მიზანია ადგილობრივი აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა რეგიონის გავითარებაში. საქმიანობის განხორციელებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ადგილობრივი გაძლიერების პრინციპებით, რათა უზრუნველვყოთ:

  • მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების მხარდაჭერა.

  • სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ადგილობრივი პრიორიტეტული მიმართულებებით ინოვაციების წახალისება.

  • მეწარმეობის მხარდაჭერა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარება.

  • ჩვენი მდიდარი კულტურული და ბუნების მემკვიდრეობის მდგრადი გამოყენების პოპულარიზაცია.

ონის LAG წარმოადგენს ერთგვარ ხიდს ადგილობრივ თემებსა და განვითარების შესაძლებლობებს შორის - რომელიც ხელს უწყობს საჭიროებების გამოვლენას, რესურსების მობილიზებასა და ხელშესახები შედეგების შექმნას საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ როლიდან გამომდინარე, ონის ადგილობრივი
სამოქმედო ჯგუფის მიზანია:


                ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება            

ჩვენ გვჯერა, რომ ონის სწრაფად და მდგრადად განვითარება შესაძლებელია, თუ ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენს საქმიანობაში ვაერთიანებთ სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობების ადამიანებს, ორგანიზაციებს და ვიწვევთ ახალ წევრებსაც, ვისაც სურთ, თავიანთი წვლილის შეტანა მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

წევრების შესახებ


დღეისთვის, ონის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი აერთიანებს 48 წევრს.
 

 

წევრები სექტორების მიხედვით